ზურაბ ჯაფარიძეს აჭარაში 1684 ამომრჩეველი ჰყავს

29 ოქტომბერი 2018, 00:00 2393 ნახვა

ზურაბ ჯაფარიძის ''თავისუფლების იდეას'' აჭარაში 1684 მხარდამჭერი აღმოაჩნდა. სწორედ ამდენმა ამომრჩეველმა შემოხაზა 36 ნომერი.

#ჯაფარაპრეზიდენტად ბათუმში 1286 მოქალაქეს სურდა. მას მოჰყვება ქობულეთი და ხელვაჩაური 188 და 137 ხმით. მაღალმთიან აჭარაში ის ყველაზე პოპულარული ქედაში აღმოჩნდა, სადაც 28 ხმა მიიღო. ხულოში ზურაბ ჯაფარიძის იდეებს 26, შუახევში კი ყველაზე ნაკლები 19 ადამიანი იზიარებს. 

ყველაზე მეტად ჯაფარიძის საპრეზიდენტო კამპანია დედაქალაქში მოეწონათ. საერთო ჯამში, თბილისში  24 979 ხმა მიიღო, ყველაზე მეტი საბურთალოსა და ვაკეში. (საბურთალო 4586, ვაკე 4349)

რაც შეეხება ქუთაისს, გირჩის ლიდერმა აქ ბათუმზე ოდნავ მეტი, 1316 ხმა მიიღო, რუსთავში კი მეოთხე პოზიცია აქვს - 1800 ხმით. 

საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებში ზურაბ ჯაფარიძე არანაკლებ პოპულარული იყო. მას 312 ემიგრანტმა მისცა ხმა. ქალაქ ტალინის საარჩევნო ოლქში კი მან არჩევნები მოიგო. 

''გირჩის'' კანდიდატმა ყველა ცოტა 14-14 ხმა ორ ოლქში - ახალქალაქსა და ლენტეხში მიიღო. 

ამავე კატეგორიაში