პრემიერ მინისტრი არჩევნებზე არ მისულ მხარდამჭერებს მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

29 ოქტომბერი 2018, 00:00 2041 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე მეორე ტურში მონაწილეობისკენ "ქართული ოცნების" იმ მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომლებიც გუშინ არ მივიდნენ საარჩევნო უბნებზე. 

მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ მეორე ტურში ერთად აღნიშნავენ იმ ღირებულებებისა და ფასეულობების გამარჯვებას, რისთვისაც მმართველი გუნდი იბრძოდა. 

"ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ ქართული საზოგადოებისგან მივიღეთ მკაფიო გზავნილი, ჩვენს შეცდომებზე, თუ რა კონკრეტული მოლოდინები აქვს საზოგადოებას და რაც მათ აწუხებს, აწუხებს მათ ოჯახებს.   

ამ არჩევნებმა ბევრი რამ დაგვანახა, რომ ქვეყანაში ბევრი რამ შესაცვლელია მოკლე დროში. საზოგადოების ეს გზავნილი მიღებული და გააზრებულია" - თქვა ბახტაძემ. 

მისივე განცხადებით, მეორე ტურში უზრუნველყოფენ ერთსულოვნებას, მათ შორის ჩვენი იმ მხარდაჭერების, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ მიიღეს გუშინდელ არჩევნებში. "მეორე ტურში ყველა ჩვენ ერთად ავღნიშნავთ  იმ ღირებულებებისა და ფასეულობების გამარჯვებას, რომლებისთვისაც ჩვენ ყველა ერთად ვიბრძოდით. ხვალინდელ დღეს განსაზღვრავს მხოლოდ საზოგადოება". 

პრემიერმა მადლობა გადაუხადა თითოეულ ამომრჩეველს აქტიურობისთვის,სამართალდამცველებს წესრიგისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციას, ადგილობრივ და საერთაშორისო მისიებს კი მაღალ დონეზე არჩევნების ჩატარებისთვის. 

განსაკუთრებული მადლობა კი საკუთარ აქტივისტებს და ოცნების მხარდამჭერებს უთხრა  

ამავე კატეგორიაში