ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის შეფასება

29 ოქტომბერი 2018, 00:00 1437 ნახვა

 ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშით ამომრჩევლებს შეუზღუდავად შეეძლოთ საკუთარი არჩევანის დაფიქსირება და საარჩევნო პროცესი კარგად იყო ორგანიზებული,თუმცა სადამკვირვებლო მისიამ ყურადღება გაამახვილა მედიის პოლიტიზებასა და მიკერძოებულობაზე, რამაც მათი აზრით ხელი შეუშალა საზოგადოებასა და ხელისუფლების კომუნიკაციას.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოუწოდა საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილეს, რომ დაიცვან  პროფესიული ეთიკა განსაკუთრებით მეორე ტურის დროს.სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის კრისტიან ვიგენინის განცხადებით, დაფიქსირებული დარღვევები და შეუსაბამოებები, არ არის ისეთი მასშტაბის, რომ საფრთხეზე შეუქმნას არჩევნების შედეგებს, მისი თქმით რაც მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე, მით ნაკლები კითხვის ნიშანი დარჩება.

ამავე კატეგორიაში