ბათუმის საკრებულომ ფინანსური სამსახური გააუქმა

31 ოქტომბერი 2018, 00:00 1948 ნახვა

ბათუმის საკრებულომ ფინანსური სამსახური გააუქმა. დეპუტატების გადაწყვეტილებით, ბუღალტერიასთან დაკავშირებულ საკითხებს მერია მოაგვარებს.

მმართველი გუნდი ამ ცვლილებას კანონის მოთხოვნით ასაბუთებს. “ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, საკრებულოს თანამშრომლები სამსახურიდან არ გათავისუფლებულან.

ფინანსური სამსახურის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ. “ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ ვარაუდით, ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საკრებულოს გამართულ მუშაობას და ბიუროკრატიული საქმეები გაზარდოს.

აღნიშნულ სამსახურში ორი ადამიანი მუშაობდა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში