წერილი მაჟორიტარ დეპუტატს - ხულოში მარიხუანის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ

31 ოქტომბერი 2018, 00:00 1922 ნახვა

ხალხის წერილი ანზორ ბოლქვაძეს - მაღალმთიანი აჭარის დეპუტატს მიმართავენ მოქალაქეები არ დაუჭიროს მხარი მარიხუანის კულტივაციასთან დაკავშირებულ პროექტს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაბა ხულოში არსებული მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი ხელმოწერებსაც აგროვებს.  

„მოგიწოდებთ მხარი არ დაუჭიროთ ამ ინიციატივას და კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით საჯაროდ  როგორც პარლამენტში ასევე მის გარეთ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია“ - ნათქვამია მიმართვაში. მიმართვის ადრესატი ჩვენთან პირად საუბარში აცხადებს, რომ პროექტისთვის მხარდაჭერას არ გეგმავს არც აქამდე გეგმავდა და აზრს არც სამომავლოდ შეიცვლი.

ამავე კატეგორიაში