ქედაში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი ოპერატორი კომპანიის დაუდევრობაა - პროფკავშირები 

01 ნოემბერი 2018, 00:00 1928 ნახვა

პროფკავშირების შეფასებით, ქედაში დატრიალებული ტრაგედიის მთავარი მიზეზი ოპერატორი კომპანიის დაუდევრობაა, დაუდევრობის საფუძველი კი შრომის უსაფრთხოების სფეროში ეფექტური მაკონტროლებელი ორგანოს არარსებობა.

უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა უმაღლეს საბჭოშიც, დეპუტატები კანონდამრღვევის პასუხისმგებლობის საკითხს დაყენებას ითხოვენ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, რომელიც უფლებამოსილია ნებართვის გაცემაზე ამბობენ, რომ კომპანიას ბურღვა-აფეთქების სამუშაოების ჩასატარებლად მათი უწყებისგან უფლება არ ჰქონდა მიღებული. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში