ქედაში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა

01 ნოემბერი 2018, 00:00 11958 ნახვა

ქედაში, სოფელ დოლოგანში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტომობილი მილს შეეჯახა. 

დაშავებული ქედის კლინიკაში გადაიყვანეს. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პაციენტის  ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აზუსტებს.  

თვითმხილველების თქმით, მერსედესის მარკის ავტომობილი ჯერ ბორდიურს შეეჯახა, შემდეგ კი გაზის მილს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

განახლებული: 17:50

ქედის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ავარიის დროს ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა. სამი დაშავებული ბათუმისა და ქედის კლინიკაში გადაიყვანეს.

ამავე კატეგორიაში