ვლადიმერ ჩხაიძეს დამსახურებული მოღვაწის სიგელი გადაეცა

01 ნოემბერი 2018, 00:00 1613 ნახვა

ბათუმის საზღვაო აკადემიის ემერიტუსს, პროფესორ ვლადიმერ ჩხაიძეს 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დამსახურებული მოღვაწის სიგელი ქალაქის  მერმა ლაშა კომახიძემ გადასცა. ვლადიმერ ჩხაიძე ათეული წლებია, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. ვლადიმერ ჩხაიძე  4 გამოგონებისა და 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.

ამავე კატეგორიაში