მზადება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის

01 ნოემბერი 2018, 00:00 1847 ნახვა

„ქართული ოცნება“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელების მიმართულებით ცვლის პოლიტიკას - განაცხადეს რომ მეორე ტურისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით შტაბის უფროსი ირაკლი კობახიძე იქნება, თბილისში კი შტაბს კახა კალაძე უხელმძღვანელებს.

ცნობისთვის, პარტიულ მენეჯმენტში პრობლემები გუშინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახსენა, თუმცა თორნიკე რიჟვაძეს არ დაუკონკრეტებია რა ცვლილებები იგეგმება ამ მიმართულებით აჭარაში.

როგორ ან გადაადგილდებიან თუ არა შტაბებში ხელმძღვანელები ეს ჯერ-ჯერობით უცნობია. თუმცა ცნობილია რას იზამენ მეორე ტურისთვის ის საარჩევნო სუბიექტები, რომლებმაც ვერ დაიკავეს პირველი და მეორე ადგილები. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში