თორნიკე რიჟვაძემ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში შეხვედრა გამართა

02 ნოემბერი 2018, 00:00 1714 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე. იტალიის ქალაქებთან  დამეგობრებულია ბათუმი და ქობულეთი.  ასევე, წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა ბათუმისა და ფერარას სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის. შეხვედრაზე ითქვა, რომ ყოველწლიურად იზრდება იტალიელი ვიზიტორების რიცხვი აჭარაში, რასაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან იტალიის მიმართულებით პირდაპირმა საჰაერო ფრენებმაც შეუწყო ხელი.

ამავე კატეგორიაში