რატომ დაიბარეს გუბერნატორები მთავრობის სხდომაზე - პრემიერის განმარტება

02 ნოემბერი 2018, 00:00 2130 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ გუბერნატორები დღეს მთავრობის სხდომას დაესწრებიან, ისინი საინტერესო ინიციატივების შესახებ მოისმენენ ინფორმაციას. 

ჟურნალისტები დაინტერესდნენ უკავშირდებოდა თუ არა რეგიონის მმართველების დედაქალაქში დაბარება არჩევნების მეორე ტურისთვის მზადებას, ან ისინი დავალებების მისაღებად ხომ არ დაიბარეს?

მამუკა ბახტაძემ კითხვას ასე უპასუხა: ''დღეს ტარდება საქართველოს მთავრობის სხდომა. ესწრებიან გუბერნატორები, რომლებიც ადრეც ყოფილან შეხვედრაზე. ​ბუნებრივია სხდომაზე გამოტანილი საკითხები ამა თუ იმ რეგიონს ეხება და ისინი საქმის კურსში უნდა იყვნენ. ამ შემთხვევაში რიგითი მთავრობის სხდომაა, თუმცა ძალიან საინტერესო ინიციატივები გვაქვს.''

ეს განცხადება პრემიერმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა, რომელსაც ის ტრადიციულად სხდომის დაწყების წინ მართავს. 

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში მმართველის პარტიის ლიდერებთან შესახვედრად მუნიციპალიტეტების მერები და გუბერნატორები ჩავიდნენ. 

ამავე კატეგორიაში