მამუკა ბახტაძე: სოციალურად დაუცველი 140 000-მდე ბავშვი 50 ლარამდე დახმარებას მიიღებს

02 ნოემბერი 2018, 00:00 2148 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე დღეს განაცხადა, რომ მთავრობა სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სადაც 16 წლამდე ასაკის რამდენიმე ბავშვი იზრდება, მომავალი წლიდან 5-ჯერ გაეზრდებათ დახმარება.

მამუკა ბახტაძის თქმით, დახმარება ერთ ბავშვზე 50 ლარი გახდება და აღნიშნული ინიციატივით 140 000-მდე ბავშვი ისარგებლებს.

“დღეს, საქართველოში სამწუხაროდ საქართველოში კიდევ ბევრია ისეთი ბავშვი, რომელსაც სახელმწიფოსგან განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება. ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას, რომ ბავშვთა სოციალური დაცვის თვალსაზრისით დღემდე არსებული სისტემა არის შესაცვლელი და სწორედ იუნისეფის რეკომენდაციებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ ახალი სისტემა.

შესაბამისად, ის იქნება ასახული უკვე მომავალი წლის ბიუჯეტში. შემოგვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე სოციალურად დაუცველი 6 წლამდე ბავშვები და მოზარდები და ოჯახები სადაც ბავშვები იზრდებიან მიიღებენ 5ჯერ მეტ დახმარებას, 50 ლარამდე ავწევთ ამ დახმარებას აღნიშნული ინიციატივა შეეხება 140 000 მდე ბავშვს გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბავშვებს ჰქონდეთ განვითარების თანაბარი პირობები და ღირსეული მომავალი” – ამბობს პრემიერი.

უკავშირდება თუ არა ეს განცხადება წინასაარჩევნო პერიოდს? პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ ახლა მიმდინარეობს მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვა და ამიტომ არანაირი შეხება არ აქვს ამ ინიციატივას არჩევნებთან. "დიდი ხანია ამ ინიციატივაზე ვმუშაობთ" - უთხრა ჟურნალისტებს მამუკა ბახტაძემ. 

ამავე კატეგორიაში