ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი გრძელდება

02 ნოემბერი 2018, 00:00 2066 ნახვა

გრძელდება ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი. დღეს გამოძიებას 4 პირის წინააღმდეგ ფარული აუდიო - ვიდეო ჩანაწერი უნდა გამოექვეყნებინა, თუმცა ერთ-ერთი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი ქუთაისის საპატიმროდან გადმოყვანისთვის სპეციალური ავტომობილი გახდა საჭირო, რის გამოც სასამართლო პროცესი ერთი საათით გადაიდო. გადაიდო მტკიცებულებების გამოკვლევის ეს ეტაპიც.

მომავალ კვირას ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია ლავასოღლის სხდომაცაა ჩანიშნული. ამჟამად იგი თურქეთის რესპუბლიკის, ქალაქ ტრაპიზონშია დაკავებული. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით ქართული მხარე დოკუმენტაციას ამზადებს გადასაგზავნად, რის შემდეგაც დაელოდება ექსტრადიციასთან დაკავშირებით თურქული მხარის გადაწყვეტილებას.

ამავე კატეგორიაში