საკადრო ცვლილებები საარჩევნო შტაბებში

02 ნოემბერი 2018, 00:00 1778 ნახვა

„ქართული ოცნების“ ბათუმის შტაბის ფორმალური და რეალური მმართველები - ცნობილი ხდება რომ მეორე ტურამდე მმართველი პარტიის შტაბს ბათუმში ირაკლი ჭეიშვილი უხელმძღვანელებს. ფორმალურად უფროსი კვლავ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე იქნება, ჭეიშვილი კი მოადგილის სტატუსით შევა შტაბში.

იგი  ბათუმში არჩევნების დიდი სხვაობით წაგებას  არ უკავშირებს წინასაარჩევნო კამპანიისას დაშვებულ შეცდომებს, ფიქრობს რომ მთავარი განაწყენებული ხალხია, მიზეზებს შორის კი ვალუტის კურსს ასახელებს. არჩევნები მეორე ადგილით დაასრულა სალომე ზურაბიშვილმა ქობულეთშიც, თუმცა ჯერ - ჯერობით უცნობია შევა თუ არა ვინმე შტაბის მართვაში მირიან ქათამაძესთან ერთად. 

ამავე კატეგორიაში