კომპანია ქობულეთის მერიის წინააღმდეგ

02 ნოემბერი 2018, 00:00 1525 ნახვა

კერძო კომპანია ქობულეთის მერიის წინააღმდეგ - „მონოლითი 2005“ სასამართლოში იწყებს დავას და აპროტესტებს ერთ-ერთ ტენდერში დისკვალიფიკაციას. ამ კომპანიამ ყველაზე დაბალი თანხა დაასახელა ქობულეთის ზღვისპირა პარკის მოწყობისთვის გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში, თუმცა მას გამოცდილება დაუწუნეს. მერია  აგრძელებს გამარჯვებულის შერჩევას.

სამმილიონიან ტენდერში შესაძლოა მეორე ადგილზე გასულმა კომპანიამ გაიმარჯვოს. ცნობისთვის იგი 300 ათასი ლარით მეტს ითხოვს, ვიდრე „მონოლითი 2005“ ითხოვდა. შეაჩერებენ თუ არა სასამართლოს გზით ტენდერს, რატომ არ ჩაუთვალეს კომპანიას ერთ-ერთი პროექტი გამოცდილებად და  მოესწრება თუ არა საბოლოოდ პარკის მოწყობა ზაფხულამდე? 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში