არჩევნები 2018-ლოგიკური თუ მოულოდნელი შედეგი?

03 ნოემბერი 2018, 00:00 1547 ნახვა

28 ოქტომბერს, ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი  ნება და საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დადგა შედეგი, რომელიც მმართველი გუნდისთვის და მისი მხარდაჭერილი კანდიდატისთვის მოულოდნელი, ოპოზიციისთვის კი, ბუნებრივი აღმოჩნდა.

ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა  სალომე ზურაბიშვილმა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს,  წინასწარი შედეგებით, ერთ პროცენტზე ნაკლები ხმებით გაუსწრო. მეორე ტურის წინ, ოპოზიციამ გაერთიანება,  ხოლო ხელისუფლებამ შედეგებთან ერთად შეცდომების გაანალიზება დაიწყო. აჭარაში კი, შედეგები ასე გამოიყურება-6-დან 4 მუნიციპალიტეტში, ზურაბიშვილმა გაიმარჯვა, მათ შორის ხელვაჩაურში, სულ რაღაც 87 ხმით.

ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, 11 პროცენტიანი სხვაობით წააგო ბათუმი, 0.58 მეასედი პროცენტით კი, ქობულეთი. და მაინც, რატომ დაუდგა ეს შედეგი 6 წლის წინ მოსულ ხელისუფლებას? აჭარაში მოქმედი მესამე სექტორი და ოპოზიციური პარტიები, სხვადასხვა მიზეზს გამოყოფენ.

ამავე კატეგორიაში