სასოფლო ამბულატორიების რეაბილიტაცია

04 ნოემბერი 2018, 00:00 1628 ნახვა

დაბა ქედის, პირველი მაისის, მახუნცეთის, ცხმორისის, მერისის, დანდალოს, წონიარისისა და ზვარის ამბულატორიებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარი დაიხარჯა.

მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, რეაბილიტაცია შემდეგ ეტაპზე თემის სამედიცინო პუნქტებს ჩაუტარდება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში