ოთარ ფარცხალაძე დაკითხეს

05 ნოემბერი 2018, 00:00 2439 ნახვა

ბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე ამბობდა, რომ არ იცოდა, რატომ უნდა დაესაჯა ოთარ ფარცხალაძე. არჩევნებდან რამდენიმე დღეში კი ცნობილი ხდება, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ცოტა ხნის წინ საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდა. ვიდეოკადრები რუსთავი ორმა გაავრცელა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ  ფაქტს და ამბობენ, რომ იგი ძველი თბილისის სამმართველოს განყოფილებაში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში იყო დაბარებული. ოთარ ფარცხალაძემ შენობა კომენტარის გარეშე დატოვა. უცნობია რა შეკითხვები ჰქონდა გამოძიებას ყოფილ მაღალჩინოსანთან. ბოლო პერიოდში ფარცხალაძის გვარი “ომეგა ჯგუფის“ საქმესთან და ე.წ. სარდაფის ინციდენტის კონტექსტში გაჟღერდა. 

ამავე კატეგორიაში