ქედაში შიდა გზების მოწესრიგება მიმდინარეობს

06 ნოემბერი 2018, 00:00 1820 ნახვა

ქედის მერია შიდა გზების რეაბილიტაციის ფარგლებში ბეტონის საფარს აგებს. სამუშაოები ამ დროისთვის სოფელ ხარაულაში ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს. წლის ბოლომდე მერია 6 კილომეტრი სიგრძის ბეტონის საფარს დააგებს. ქედის მერის ინფორმაციით, დარჩენილი  შიდა  საუბნო  გზები  მომდევნო წლებში ეტაპობრივად  მოწესრიგდება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში