კურსის რყევა არ უკავშირდება ეკონომიკურ ფაქტორებს, უარყოფითად წინასაარჩევნო გარემო მოქმედებს - ეროვნული ბანკი

06 ნოემბერი 2018, 00:00 1776 ნახვა

ლარის კურსის რყევა არ უკავშირდება ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებს, კურსზე უარყოფითად წინასაარჩევნო გარემო მოქმედებს - განცხადებას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

"საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომელსაც მოკლევადიანი მერყეობა ახასიათებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მერყეობის მიზეზები არ უკავშირდება ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებს. კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო, რაც სავალუტო ბაზარზე აისახება". 

ეროვნული ბანკი მოუწოდებს ექსპერტებს და საჯარო პირებს თავი შეიკაონ განცხადებებისა და პროგნოზებისგან.  "დაბეჯითებით მოუწოდებს საჯარო პირებსა და ექსპერტებს, თავი შეიკავონ ვალუტის კურსის შესახებ უსაფუძვლო განცხადებებისა და პროგნოზებისაგან, რათა ამით კიდევ უფრო არ გაძლიერდეს არასწორი მოლოდინები. 
ამდენად, დღეს ბაზარზე არსებული აშშ დოლარის ფასი გადაჭარბებულია და ეროვნული ბანკი მოსახლეობას და ეკონომიკურ აგენტებს ურჩევს, ნუ მიიღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რომელიც, დიდი ალბათობით, მათვე დააზარალებს" - წერია განცხადებაში.

 

ამავე კატეგორიაში