ადვოკატი მძიმედ დაავადებული პატიმრის გათავისუფლებას ითხოვს

07 ნოემბერი 2018, 00:00 1915 ნახვა

 ადვოკატი საქართველოს პრეზიდენტს  მიმართავს და 61 წლის პატიმრის შეწყალებას სთხოვს. დავით ჯაფარიძემ უკვე მიმართა შუამდგომლობით ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით. ამბობს, რომ თემურ ქობულაძეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ამპუტირებული აქვს ორივე ფეხი, აწუხებს გულიც.

 ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ათი წელია სასჯელს იხდის. პატიმრობაში მან კიდევ ორი წელი უნდა გაატაროს, სწორედ ამ ვადის გაუქმებას სთხოვს პრეზიდენტს უფლებადამცველი. თემურ ქობულაძე 2008 წელს დააკავეს. ადვოკატი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მახინჯაურში მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის მიზნით, სამართალდამცველებმა ნარკოტიკი ჩაუდეს.

პატიმარი გლდანის საპყრობილეში იმყოფება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში