სურსათის უვნებლობის რისკების შეფასება

07 ნოემბერი 2018, 00:00 1751 ნახვა

სოფლის მეურნეობის სამეცნერო-კვლევითი ცენტრისა და ევროპის სურსათს უვნებლობის სააგენტოს ორგანიზებით, საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა „ სურსათის უვნებლობის რისკების შეფასება“  გამართა. შეხვედრა, რომელიც სამი დღე გაგრძელდება,   რისკის შეფასების და რისკების მართვის სპეციალისტებისთვისაა  განკუთვნილი. ყურადღება  ისეთ საკითხებზე გამახვილდება, როგორიცაა სურსათის ეროვნული სააგენტოს როლი ევროკავშირის რისკების  შეფასებაში,  დამოუკიდებელი ექსპორტების როლი, და სურსათის საფრთხის გამოვლენა და მათზე მონაცემების შეგროვება. სურსათის უვნებლობის სფეროში რისკების ანალიზი საქართველოს ორი საერთაშორისო ხელშეკრულებით - მსოფლიო სავაჭრო  ორგანიზაციისა  და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების საფუძველზე ხორციელდება.

ამავე კატეგორიაში