ერთი დოლარი 2 ლარი და 76 თეთრია

07 ნოემბერი 2018, 00:00 1736 ნახვა

ეროვნული ვალუტა ყოველდღიურად უფასურდება - ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით დღესაც გაუფასურდა. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.76 ლარი გახდა. კურსი ძალაში ხვალიდან შევა, დღეს კი 1 აშშ დოლარი 2.75 ლარი ღირდა. განცხადება ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გუშინ გააკეთა, მხოლოდ ის განაცხადეს რომ ეს არ უკავშირდება არჩევნებს.

ბანკმა  მოუწოდა ექსპერტებს არ გააკეთონ წინასწარი დასკვნები რაც არასწორ მოლოდინს შექმნის. წინასწარი დასკვნები და მოლოდინი კი სწორედ ისეთია როგორც ვითარდება მოვლენები - ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ნავარაუდევი დესტაბილიზაცია და გაკეთებული განცხადებები კიდევ უფრო ნეგატიურად აისახება ე.წ. მცურავ კურსზე.

ამავე კატეგორიაში