ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ერთი ოჯახი ვართ - სააკაშვილი უგულავასთან შეხვედრაზე

08 ნოემბერი 2018, 00:00 1926 ნახვა

ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, გვაქვს ერთი სამიზნე, გვყავს ერთი მტერი და ჩვენი ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი, – თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ევროპული საქართველოს“ ლიდერ შეხვედრის შემდეგ. 

სააკაშვილი გიგი უგულავას ჰელსინკიში შეხვდა. 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ იქმნება “ახალი ერთობა, ბევრად უფრო ფართო ვიდრე ეს ორი პარტია, ბევრად უფრო ფართო ვიდრე ჩვენი ურთიერთობებია”.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მათი მთავარი მიზანი გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებაა.

„მნიშვნელოვანია, რომ „ევროპის სახალო პარტიის“ ყრილობაზე ვხვდებით, რადგან „ევროპის სახალხო პარტიამ“ გადამწყვეტი როლი ითამაშა „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დაახლოებაში, საერთო პლატფორმის შექმნაში. გიგი უგულავას მადლობა ვუთხარი, მართლა ძალიან მაგარი პოზიციის გამოხატვისთვის, ახლა რაც გააკეთა გიგიმ და სხვა ლიდერებმა, ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურის ბოლომდე დამკვიდრება საქართველოში. მათ ჰყავთ ძალიან ბევრი აქტივისტი, ჰყავთ ძალიან ბევრი გულწრფელი მომხრე და ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, ჩვენ გვაქვს ერთი სამიზნე, გვყავს ერთი მტერი და გვაქვს ჩვენი ქვეყანა გადასარჩენი. - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის ინტერვიუს ტელეკომპანია „რუსთავი-2“ ავრცელებს.

“ევროპული საქართველო” “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 2017 წლის იანვარში გამოეყო.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მისი გუნდი მეორე ტურში მხარს გრიგოლ ვაშაძეს უჭერს.

ამავე კატეგორიაში