„გაბრაზებული ბათუმელები“ - ბათუმში ახალი შტაბი გაიხსნა

08 ნოემბერი 2018, 00:00 9063 ნახვა

ბათუმელებო უარი წარსულს“, “გაბრაზებული ბათუმელები“ - ამგვარი მოწოდებებით და სლოგანით “ბათუმელთა დარბაზი“ გაიხსნა.  პრეზენტაციაზე შეკრებილები ირწმუნებიან, რომ მათ პარტიული ინტერესები  არ აქვთ. მოძრაობის წევრების მტკიცებით, დარბაზის წევრების გააქტიურების საბაბი არსებული ვითარებაა -  ისინი  უარს ეუბნებიან “ნაციონალურ მოძრაობას“, დაუშვებლად მიიჩნევენ ოპოზიციური პარტიის დაბრუნებას ხელისუფლებაში და მხარს უჭერენ “ქართული ოცნების“ რჩეულ კანდიდატს.

“ბათუმელთა დარბაზის“ წევრები, რომლებიც დღეს შეიკრიბნენ  სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან. მეორე  ტურის წინ, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ისინი ბათუმის საზაფხულო თეატრში მასშტაბური შეკრების გამართვასაც აპირებენ. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში