აშშ-ის საელჩო რუსეთს ოკუპაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს 

09 ნოემბერი 2018, 00:00 1259 ნახვა

რუსეთის ,,ბორდერიზაციას” გმობს ამერიკის შეერთებული შტატები. – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო აქვეყნებს. „მესერის გავლება საარსებო წყაროს ართმევს ადამიანებს და უზღუდავს მათ თავისუფალ გადაადგილებას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს.

რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“, – აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების ინფორმაციაში.

ამავე კატეგორიაში