ევრო საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრების ვიზიტი 

09 ნოემბერი 2018, 00:00 1566 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება გააცნო. საუბარი შეეხო  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს და წინასაარჩევნო გარემოს.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ საპრეზიდენტო არჩევნები შეფასდა, როგორც დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი და ასეთივე გარემო იქნება უზრუნველყოფილი მეორე ტურისთვის.ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე. დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმა, მათ შორის განათლების სექტორში დაგეგმილი ძირეული ცვლილებები.

განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას და აღინიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის შესაბამისი რეაგირების მნიშვნელობა.

ამავე კატეგორიაში