ნათია მეზვრიშვილმა ევროპის საბჭოს დელეგაციას უმასპინძლა

10 ნოემბერი 2018, 00:00 1423 ნახვა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრი მოადგილე. ნათია მეზვრიშვილი სტუმრებს საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე, ასევე, არჩევნების პირველი ტურის განმავლობაში მომხდარ ინციდენტებსა და მათზე საპოლიციო რეაგირების შესახებ ესაუბრა.

მხარეებმა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზეც ისაუბრეს.

ამავე კატეგორიაში