სათემო კავშირების რეგიონული ქსელის კონფერენცია

10 ნოემბერი 2018, 00:00 1487 ნახვა

ბათუმში სოფლის განვითარებაში ჩართული სათემო კავშირების რეგიონული ქსელის კონფერენცია გაიმართა.  ფორუმზე აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანებების ორწლიანი ანგარიში წარადგინეს. პროექტი “ამაგი“ 2016 წელს დაიწყო.

მისი მიზანი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივებისა და სიახლეების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაა. პროგრამის მონაწილეებს, სულ  46 ჯგუფს, პროექტ ,,ევროკავშირი საქართველოსთვის’’ ფარგლებში ტრენინგი ჩაუტარდა. აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანებების წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა სერთიფიკატები გადასცა.

ამავე კატეგორიაში