ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი

10 ნოემბერი 2018, 00:00 1471 ნახვა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდა სულ ფრო ცოტა დრო რჩება, თუმცა კონკრეტული თარიღი ამ დრომდე გაურკვეველია. წინასაარჩევნო პერიოდს კი, კანდიდატები და მათი მხარდამჭერები აქტიურად იყენებენ, არა ამომრჩევლის საჭიროებებზე და საკუთარ საპრეზიდენტო პროგრამებზე საუბარში, არამედ ერთმანეთისთვის შავი პიარის აგორებაში, შეურაცხყოფასა და ბრალდებებში. ასეთია სამოქალაქო სექტორის შეფასება. კანდიდატების დღის წესრიგში, ისევ აქტუალურია წარსული შეცდომებისა და ფაქტების წამოწევა, რასაც თან ახლავს,  ორი  ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიციის მქონე ამომრჩევლის  დაპირისპირება.  7 წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური, 2011 წელს ბიძინა ივანიშვილის მიერ ნათქვამი სიტყვები-„შუა უნდა გაიკრიფოს“. 

„ქართული ოცნების“ ლიდერის ამ განწყობას, თუ აგრესიულ საარჩევნო კამპანიას გადავხედავთ, არც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ღალატობენ. ასეთ მოცემულობაში, რა უნდა ქნას ამომრჩევლის იმ ნაწილმა, რომელიც არც ერთ და არც მეორე პოლიტიკურ ძალას, ან მასთან დაახლოებულ სუბიექტებს არ ემხრობა, თუმცა არჩევანი მაინც უნდა გააკეთოს? მოახერხებენ თუ არა არჩევნებში მონაწილე ძალები, ამ კატეგორიის, თუნდაც ნაწილის გადაბირებას და ხედავენ თუ არა პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები ახლო მომავალში მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის პერსპექტივას?

ამავე კატეგორიაში