''ქართული ოცნების'' დეპუტატი ამბობს, რომ არ არსებობს ნორმა რომელიც კრძალავს კარვის გაშლას

10 ნოემბერი 2018, 00:00 1991 ნახვა

"ქართული ოცნების" დეპუტატი მოუწოდეს შსს და თბილისის მერიას "გაითვალისწინონ კანონის მოთხოვნა", რომელიც არ კრძალავს კარვის გაშლას პროტესტის ნიშნად.  პარლამენტის უმრავლესობის წევრი სოციალურ ქსელშ გამოქვეყნებული სტატუსით პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას ეხმაურება. 

 

"არ არსებობს ნორმა რომელიც კრძალავს კარვის გაშლას, თუ ეს არ ქმნის ხელოვნურ დაბრკოლებას ტრანსპორტისთვის ან ორგანიზაციის ფუნქციონირებას არ უქმნის რეალურ საფრთხეს.  მერიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებ გაითვალისწინონ კანონის ეს მოთხოვნა" - წერს ფბ ოფიციალურ გვერდზე დეპუტატი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო და თბილისის  მერია ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს  კარვების  დადგმის საშუალებას  არ აძლევენ. შვილმკვდარი მამები, რამდენიმე თვეა  ღია ცის ქვეშ ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას და შვილების მკვლელების დასჯას. 

 

ამავე კატეგორიაში