ზაზა სარალიძე სთხოვს სალომე ზურაბიშვილს კარვის დადგმაში დაეხმაროს

10 ნოემბერი 2018, 00:00 1409 ნახვა

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და სთხოვს კარვების გაშლაში პირადად დაეხმაროს.

"მივმართავ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც უნდა რომ მომავალი მთავარსარდალი გახდეს, ჩვენი ქვეყნის მმართველი გახდეს, უნდა იყოს ჩვენი პრეზიდენტი, მოვიდეს აქ ჩვენთან  და კანონის და კონსტიტუციის უფლებით მონიჭებული უფლების აღსრულებაში დაგვეხმაროს.

ხო უნდა პრეზიდენტობა,  მოვიდეს და მოქალაქეებს დაგვეხმაროს კანონიერი მოთხოვნის შესრულებაში, რასაც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ კარავი გავშალოთ"აცხადებს სარალიძე.

ამავე კატეგორიაში