ვისაც აქვს სურვილი შეუძლია გამართოს აქცია, ეს ნებადართული ქმედებაა - ლადო მგალობლიშვილი

11 ნოემბერი 2018, 00:00 1716 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ლადო მგალობლიშვილი ამბობს, რომ ვისაც აქვს სურვილი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამართოს აქცია, ეს ნებადართულია. არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება, ბათუმსა თუ თბილისში. ხელისუფლება კი იცავს გამოხატვის თავისუფლებას.

მგალობლიშვილის განცხადებით მას ცენტრალურ ხელისუფლებასთან დღეს კომუნიკაცია არ ქონია. 

''მე ამ კუთხით ცენტრალურ ხელისუფლებასთან კომუნიკაცია არ მქონია. ეს არის ცენტრალური ხელისუფლების გადასაწყვეტი თემა და ამ შემთხევაში აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენცია აქ არ იკვეთება. მე ვიცი სახელმწიფოს აქვს გაცხადებული პოზიცია, რომ ამ ადამიანს რა კითხვებიც აქვს აღარ ქონდეს. დღესაც ამის შესახებ თუ არ ვცდები ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან რამდენიმე განცხადება გაკეთდა'' - თქვა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ლადო მგალობლიშვილმა. 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატის დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას და განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. 

მგალობლიშვილი აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ჯერჯერობით ერთადერთია, ვინც მაუწყებელთან კომენტარი გააკეთა. 

ამავე კატეგორიაში