ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტი „ჰერცეპტინი“ 80%-იანი ფასდაკლებით

12 ნოემბერი 2018, 00:00 1835 ნახვა

პირველი იანვრიდან ყველა პაციენტს, რომელიც ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტჰერცეპტინს“ მოიხმარს, მედიკამენტს 80%-ით სახელმწიფო დაუფინანსებს. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით პროგრამა დღემდე მხოლოდ პირველი, მეორე და მესამე სტადიის სიმსივნით დაავადებულებს ეხებოდა. მომავალი წლიდან პროგრამით მეოთხე სტადიის პაციენტებიც ისარგებლებენ. ამასთან, მეოთხე სტადიის პაციენტთა ფინანსური უზრუნველყოფა მხოლოდ თბილისსა და ბათუმში ხდებოდა. სერგეენკოს განცხადებით, სოციალურად დაუცველი პაციენტებისთვის დამატებითი შეღავათის ამოქმედება სამინისტროს მხრიდან არ იგეგმება. როგორც მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, მათ დარჩენილი 20%-ის დასაფინანსებლად მუნიციპალიტეტებს უნდა მიმართონ.

ამავე კატეგორიაში