ბიუროს სხდომაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე “ევროპული საქართველოს” რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირდა

12 ნოემბერი 2018, 00:00 1491 ნახვა

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირდა,ოპოზიციის მოთხოვნაა პროექტი უახლოეს სხდომაზე განიხილონ,რეზოლუციის თანახმად, პარლამენტი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, რომ დაუყონებლივ შეასრულონ რეკომენდაციები და 10 დღის ვადაში წარადგინონ შესრულების ანგარიში.

პროექტში აღნიშნულია, რომ  გამოძიების პროცესი  შეგნებულად არასწორი მიმართულებით წარმართეს  და დანაშაულის ჩამდენებს  ხელი  დააფარეს  საგამოძიებო უწყებების მხრიდან. რეკომენდაციების თანახმად, ევროპული საქართველო მოითხოვს დაიწყოს დამნაშავე პირების მიმართ სისხლის სამართლის დევნა. პარლამენტის თავმჯდომარის   განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის წარადგინოს მოხსენება, კომისიის რეკომენდაციების შესრულების შესახებ.

ამავე კატეგორიაში