რას ირჩევენ სკოლაში -  ფორმას თუ ინდივიდუალურ ჩაცმის სტილს? 

12 ნოემბერი 2018, 00:00 2020 ნახვა

იყოს თუ არა სკოლებში ფორმები ,  აღმოჩნდა რომ კითხვა კვლავ აქტუალურია, წლების წინ ფორმის გარეშე მოსწავლის სკოლაში დაშვება გამორიცხული იყო, თუმცა დრო გავიდა და არჩევანში მოსწავლეები თავისუფლები არიან. მათი უმრავლესობა სკოლებში ფორმების აუცილებლობას ვერ ხედავს, ამბობენ რომ ეს სწავლის პროცესთან კავშირში არ არის, თუმცა არა ერთი  მაგალითია  რომ ჩაცმის სხვადასხვა სტილის გამო სკოლებში ბულინგის შემთხვევები ხშირია. ფორმები მშობლებისთვის უფრო მეტად მისაღები აღმოჩნდა, ისინი ფიქრობენ, რომ ეს გაცილებით ხელმისაწვდომი და სწორი არჩევანია.

ფორმების წინააღმდეგი არც სკოლების დირექტორები  არიან, თუმცა ამბობენ, რომ განათლების შესახებ კანონის მიხედვით მოსწავლეს სურვილის შემთხვევაში შეუძლია უარი თქვას მასზე.  ამის მიუხედავად სკოლებში არსებობს შინა განაწესი, რომლის მიხედვითაც თეთრი პერანგისა და მუქი ქვედა ბოლოს ტარება აუცილებელია, თუმცა ეს წესი მხოლოდ ქაღალდზეა გადატანილი და მას არავინ იცავს. თავისუფალი არჩევანი აქვთ მოსწავლეებს კერძო სკოლაშიც. აჭრის განათლების სამინიტროს საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. 

ამავე კატეგორიაში