სახალხო დამცველი შსს-ში დაკითხეს

13 ნოემბერი 2018, 00:00 1415 ნახვა

დღეს შსს საქართველოს სახალხო დაცველი გამოკითხვაზე იმყოფებოდა, ნინო ლომჯარიამ უწყების თანამშრომლებს მიაწოდა ინფორმაცია სიცოცხლის ხელყოფით მუქარის შემცველი შეტყობინებების შესახებ. ნინო ლომჯარიას თქმით, მუქარას ავრცელებს სახალხო დამცველის წინააღმდეგ თვითორგანიზებული ადამიანების ჯგუფი. რამდენად რეალურია მუქარა, ეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა დაადგინოს.

ომბუცმენმა უწყების წამრომადგენლებს მიღებული მუქარის წერილები გააცნო. შეგახსენებთ, სახალხო დამცველი გამოკითხვაზე გუშინდელი განცხადების შემდეგ დაიბარეს, ნინო ლომჯარიამ სიცოცხლის მოსპობის მუქარის წერილები გუშინ სოციალურ ქსელში მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა იდენტური განცხადება გააკეთა, რომ მას და მის შვილებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, შსს განმარტავენ რომ საქმეს სწავლობენ და დაიწყება თუ არა ძიება მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

ამავე კატეგორიაში