რატომ იმყოფებოდა სუს-ის ხელმძღვანელი მაღალმთიან აჭარაში?

14 ნოემბერი 2018, 00:00 3167 ნახვა

გაერთიანებული ოპოზიციის ინფორმაციით, გუშინ ხულოში იმყოფებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, რომელმაც დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის კუთვნილ სასტუმროში შეხვედრა გამართა კოორდინატორებთან. ოპოზიციის ინფორმაციით, კოორდინატორებს მოსთხოვეს პასუხი წინასაარჩევნოდ გახარჯულ ფულსა და შედეგზე, დააშინეს და მოსთხოვეს თანხის  უკან დაბრუნება.

ბრიფინგზე სიაც წარმოადგინეს, რომელიც მათი მტკიცებით ოცნების განაწყენებულმა კოორდინატორებმა გუშინ გადასცეს. ანზორ ბოლქვაძე ადასტურებს რომ ვახტანგ გომელაური მასთან იმყოფებოდა, თუმცა ამტკიცებს რომ ის მისი პირადი სტუმარი იყო და საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა, მათ შორის კოორდინატორებთან არ ყოფილა. 

ამავე კატეგორიაში