საარჩევნო კომისიამ არჩევნების შემაჯამებელი სხდომა 6 საათით გადადო

14 ნოემბერი 2018, 00:00 1681 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა, რომელიც 13 საათზე უნდა გამართულიყო, 6 საათით გადაიდო. ცესკოში ამ ეტაპზე მიზეზებზე არ საუბრობენ. 

დღის წესრიგის მიხედვით, კომისიის წევრებმა 9 საკითხზე უნდა იმსჯელონ.

დღეს თამარ ჟვანიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემაჯამებელ ოქმზე უნდა მოაწეროს ხელი, შემდეგ კი მეორე ტურის გამართვის თარიღი დაასახელოს. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში