საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ჩატარდება

14 ნოემბერი 2018, 00:00 1812 ნახვა

არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, შუა კვირაში - ოთხშაბათს ჩატარდება - თარიღი რომლის შეცვლასაც დღეს ცესკო-ს მესამე სექტორი და ოპოზიცია სთხოვდა, საბოლოოდ მაინც დამტკიცდა, ანუ მას კომისიის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. დღესვე შეაჯამეს 28 ოქტომბრის არჩევნები.

ცნობისთვის, მეორე ტურის ჩატარების თარიღი დღეს, ცესკოს მიერ ოფიციალურად გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე „ქართული ოცნების“ მდივანმა კახი კალაძემ ახსენა, თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ თარიღი კომისიის სხდომის დღის წესრიგიდან და კანონმდებლობიდან გამომდინარე დაასახელა. კანონმდებლობით კი მეორე ტური  არჩევნების შეჯამებიდან 2 კვირის თავზე ინიშნება. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში