ბათუმის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

14 ნოემბერი 2018, 00:00 1638 ნახვა

ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი კი 154 მილიონ 361 ათას 600 ლარი იქნება. ძირითად პრიორიტეტებად ინფრასტრუქტურა, განათლება და ჯანდაცვა დასახელდა. აქედან სწორედ ინფრასტრუქტურაზე ისაუბრეს საჯარო შეხვედრაზე მერიის თანამშრომლებმა, მოქალაქეებს დაგეგმილი პროექტები გააცნეს.

ცნობისთვის კეთილმოწყობის სამსახური ქალაქის გაფორმებისთვის საახალწლოდ დაახლოებით 821 ათას ლარს დახარჯავს. მსგავსი საჯარო განხილვები სხვა პრიორიტეტების მიმართულებითაც იგეგმება, რის შემდეგაც მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოში კენჭისყრისთვის გადაიგზავნება. მანამდე კი შესაძლოა ბიუჯეტი კორექტირებისთვის მერიას უკან დაუბრუნდეს.

ამავე კატეგორიაში