საქართველოსა და ევროკავშირს შორის 4 წლიანი თანამშრომლობის პროგრამის შეჯამება

15 ნოემბერი 2018, 00:00 1343 ნახვა

ევროკავშირის ელჩმა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა 4  წლიანი თანამშრომლობის პროგრამა შეაჯამეს. პროექტის ძირითადი მიზანი საქართველოში დასაქმებისა და განათლების თანამედროვე სისტემების განვითარება იყო.  ორგანიზატორების ინფორმაციით, რეფორმის ფარგლებში საქართველოს 30 000-ზე მეტი მოქალაქე დასაქმდა. სამომავლოდ ევროკავშირი გეგმავს გააგრძელოს მუშაობა საქართველოს მთავრობასთან ერთად მოსახლეობისთვის პერსპექტივების შექმნისა და დასაქმების გაზრდის მიზნით. 

ამავე კატეგორიაში