ხანძარი სასტუმრო ლეოგრანდში - მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესი გრძელდება

15 ნოემბერი 2018, 00:00 1474 ნახვა

 სასტუმრო ლეოგრანდის საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება. დღეს წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს, პროკურორის მტკიცებით ხელშეკრულებებითა და შინაგანაწესით დასტურდება, რომ დაკავებულთა მოვალეობა  სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ შინაგანაწესი ხელშეკრულების დადების შემდეგ არის შედგენილი და მასზე ბრალდებულების ხელმოწერები არ არის.

ბრალდებულები გიორგი მიქელაძე და ფათიჰ იავუზი რვა თვის წინ დააკავეს, გამოძიება ყოფილ სასტუმრო ლეოგრანდში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავება, ხვალ პროცესზე ექსპერტები გამოიკითხებიან. შემთხვევა გასული წლის 24 ნოემბერს მოხდა. სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.

ამავე კატეგორიაში