პოეტმა დავით მაღრაძემ ახალსოფლის მოსახლეობას არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა

15 ნოემბერი 2018, 00:00 1598 ნახვა

დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, ამჯერად მოსახლეობას შეხვდა გონიოში პოეტი დავით მაღრაძე.  პოეტის განცხადებით მისთვის უცხოა წინასაარჩევნო კამპანია, მაგრამ მოსალოდნელი საფრთხის გამო იძულებულია ეს ნაბიჯი გადადგას.

მაღრაძემ „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებს „აგრესიული რევანშისტები“ უწოდა. იგი დღესვე შეხვდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებს, რომლის დროსაც ძირითადად თავის ახალგამოცემულ წიგნსა და ქართულ-ევროპულ ურთიერთობებზე ისაუბრა.

ამავე კატეგორიაში