ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური

16 ნოემბერი 2018, 00:00 1857 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსტიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ირაკლი კოჩალიძე გახდა. გამარჯვება მან მეორე ტურში ხმების უმრავლესობით მოიპოვა, მას 48 სტუდენტმა დაუჭირა მხარი, მოწინააღმდეგე კანდიდატი და მისი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ დღეს არჩევნების მიმდინარეობისას გაყალბების მცდელობა არ დაფიქსირებულა, თუმცა ისინი სტუდენტების შესაძლო დაშინების შესაძლებლობაზე საუბრობენ, ასევე აღნიშნავენ, რომ პროცესი პოლიტიზირებული იყო, ვინაიდან მათი მტკიცებით, ქართული ოცნების ახალგაზრდული შტაბი, აქტიურად ცდილობდა მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, პრეზიდენტად გაყვანას. თვით კანდიდატებმა პირველ ტურში ხმების თითქმის იდენტური რაოდენობა მიიღეს, რის გამოც მეორე ტურის ჩანიშვნა გახდა საჭირო. 

ამავე კატეგორიაში