''მე ვიცავ თავისუფლებას'' – შეხვედრა ბათუმში

16 ნოემბერი 2018, 00:00 2402 ნახვა

ცოტა ხნის წინ დასრულდა საზოგადოებრივი მოძრაობის  „მე ვიცავ თავისუფლებას“ მორიგი შეხვედრა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. შეხვედრა პოეტმა დავით მაღრაძემ გახსნა.

ღონისძიებას  რიგითი ბათუმელები, მოძრაობა „გაბრაზებული ბათუმელების“ წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი ესწრებოდა. საზაფხულო თეატრში იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილიც, რომელმაც მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

საზაფხულო თეატრში იმყოფებოდნენ საზღვაო აკადემიის სტუდენტებიც. ისინი ამბობენ, რომ შეხვედრაში მონაწილეობა საზღვაო აკადემიის ხელმძღვანელობამ სთხოვათ. სასწავლებლის  პრესსამსახურის ცნობით კი, შეხვედრის შესახებ სტუდენტებმა სავარაუდოდ ინფორმაცია გუშინ დავით მაღრაძისგან მიიღეს, აკადემია კი სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ სტუდენტთა აქტივობას არ აკონტროლებს.

საზოგადოებრივი მოძრაობის პირველი შეხვედრა თბილისში 7 ნოემბერს გაიმართა. ისინი აქციებს ქვეყნის მასშტაბით,  დიდ ქალაქებში მართავენ.  

ამავე კატეგორიაში