საქართველოში წამლის სააგენტო მომავალი წლიდან ამოქმედდება

17 ნოემბერი 2018, 00:00 1458 ნახვა

მომავალი წლიდან საქართველოში წამლის სააგენტო  ამოქმედდება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით  სააგენტო ადგილობრივი წარმოების მედიკამენტების ხარისხს გააკონტროლებს.

დავით სერგეენკოს თქმით, საქართველოს ე.წ. ჯმპ ინსპექტორატის შექმნის საჭიროებასთან ერთად საერთაშორისო ვალდებულებაც ჰქონდა.  როგორც მინისტრი ამბობს, წამლის სააგენტო დამოუკიდებელი ორგანო იქნება რომელიც შეამოწმებს ადგილობრივი წარმოების მედიკამენტებს და მათ შესაბამის სერთიფიკატს მიანიჭებს.  

ამავე კატეგორიაში