„საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის“ კვლევა საკრებულოებზე

17 ნოემბერი 2018, 00:00 2002 ნახვა

შუახევის საკრებულო  რეგიონის მასშტაბით ყველაზე აქტიური წარმომადგენლობითი ორგანოა. საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის მიერ რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევა, საკრებულოების ზოგად შეფასებას,  საკრებულოსა და კომისიის სხდომებზე წევრთა დასწრებადობასა და მათ მიერ ინიცირებულ საკითხების რაოდენობას მოიცავდა. კვლევის მიხედვით, კომისიის სხდომებზე ინიცირებული საკითხებით ყველაზე პასიური ბათუმისა და ქობულეთის საკრებულოები აღმოჩნდა.

ქედაში კი დეპუტატი თემურ ავალიანი არცერთ სხდომას არ დასწრებია. ბათუმის საკრებულოს სხდომებზე 100 პროცენტიანი დასწრება დავით მახარაძეს აქვს, თუმცა ინიციატივებისა და აქტივობის თვალსაზრისით იგი პასიურია.  რაც შეეხება ორგანიზაციის კვლევას გენდერულ ჭრილში, წარმომადგენლობით ორგანოში ინიციატივების თვალსაზრისით ქალები უფრო აქტიურები არიან. საკრებულოების მუშაობისა და შეფასების პრეზენტაციას დღეს მხოლოდ შუახევის საკრებულოს წევრი უმრავლესობიდან  ფატი ჭაღალიძე და  ბათუმის საკრებულოს წარმომადგენელი ოპოზიციური პარტიიდან ლევან ანთაძე ესწრებოდნენ.

 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში