2019 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვა ქობულეთში, ორშაბათს 10 საათზეა ჩანიშნული

17 ნოემბერი 2018, 00:00 1702 ნახვა

2019 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვა ქობულეთში, ორშაბათს 10 საათზეა ჩანიშნული. მოქალაქეებს  ბიუჯეტის პროექტის გაცნობისა და შენიშვნების გამოთქმის საშუალება ექნებათ. წინასწარი მონაცემებით მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 29 მილიონ ლარზე მეტი იქნება. ქობულეთი ცენტრალური ხელისუფლებიდან 1 მილიონ რვაასი ათასზე მეტ ლარს, აჭარის მთავრობისგან კაპიტალური ტრანსფერის სახით კი  საწყისი მონაცემით 14 მილიონ 900 ათასი ლარს  მიიღებს.

ბიუჯეტიდან სპეციალური ტრანსფერის სახით გამოყოფილი მილიონ 200 ათასი ლარი კი    მუნიციპალური განვითარების ფონდისა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების თანადაფინანსებას უნდა მოხმარდეს. მთავარ ფინანსურ დოკუმენტში გასული წლების მსგავსად პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტებია. მირიან ქათამაძემ პრიორიტეტად ჯანდაცვა და სოციალურ საკითხებიც დაასახელა. მუნიციპალიტეტის მერი ახალი პროგრამების დამატებასაც არ გამორიცხავს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში