მამუკა ბახტაძე მაშველებს - თითოეული თქვენგანი ჩვენთვის ნამდვილი გმირია

17 ნოემბერი 2018, 00:00 1489 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეხანძრე - მაშველებს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.  პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძის დავალების შესაბამისად, 2022 წლის დასაწყისამდე სამსახურს მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა ჰქონდეს სრულად განახლებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მოძრავი საშუალებები და ახალი ტექნიკა.

მთავრობის მეთაურმა  განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიისას სამაშველო სამუშაოების მონაწილე სამაშველო სამსახურის პირად შემადგენლობას და გარდაცვლილი დედა-შვილის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

ამავე კატეგორიაში